ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით კამიკაძის მიერ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამხედრო პატრულის აფეთქების შედეგად სულ ცოტა სამი ადამიანი დაიღუპა.
თალიბებმა მანქანაში დამონტაჟებული ბომბი ყანდაარის აეროპორტის მახლობლად ააფეთქეს. ამ ტერაქტის შედეგად ცხრა ადამიანი დაიჭრა. დაზიანდა ნატოს სამხედრო ავტომობილი.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ძალები ავღანეთის სამხედროებთან ერთად ყანდაარის რაიონში პარტიზანების წინააღმდეგ გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდნენ. დღეს კოალიციურმა ჯარებმა ყუნდუზის პროვინციაში სამი პარტიზანი მოკლეს.