ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ ალენი გმობს არასრულწლოვანთა კამიკაძე ტერორისტებად გამოყენებას


ჯონ ალენი გმობს არასრულწლოვანთა კამიკაძე ტერორისტებად გამოყენებას
ავღანეთში კოალიციური ჯარების მეთაურმა გენერალ ჯონ ალენმა დაგმო მეამბოხეების მიერ ბავშვების თვითმკვლელ ტერორისტებად გამოყენების ფაქტი. მისი თქმით, თვითმკვლელ ტერორისტებად ნებისმიერი ადამიანის გამოყენება და განსაკუთრებით ბავშვების, შემზარავ ფაქტს წარმოადგენს. გენერალ ჯონ ალენის ეს განცხადება მოჰყვა ავღანეთის უშიშროების ძალების მიერ ორი არასრულწლოვანის დაკავებას, რომლებიც სავარაუდოდ ტერორისტული აქტის მოწყობას გეგმავდნენ. პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ, გასულ აგვისტოს, მსგავსი დანაშაულისთვის რამდენიმე ახალგაზრდა შეიწყალა.

XS
SM
MD
LG