ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამშვიდობო მოლაპარაკებები თალიბებთან


სამშვიდობო მოლაპარაკებები თალიბებთან
სამშვიდობო მოლაპარაკებები თალიბებთან

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ქვეყანაში ამერიკის ჯარების შეჭრის მეცხრე წლისთავზე 70 კაციანი საბჭოს სხდომა ჩაატარა, რომელიც თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას ისახავს მიზნად.

სხდომას თალიბანის ყოფილი წევრებიც ესწრებოდნენ. ჰამიდ კარზაიმ თალიბებს მოუწოდა აქტიური მონაწილეობა მიიღონ ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო პროცესში.

ავღანეთის პრეზიდენტმა პარტიზანებს ბრძოლის შეწყვეტისკენ და კონსტიტუციის პატივისცემისკენ მოუწოდა. თუმცა თალიბებმა უარი განაცხადეს ყოველგვარ მოლაპარაკებაზე სანამ უცხოეთის ჯარები არ დატოვებენ ავღანეთს.

XS
SM
MD
LG