ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპიუმის წარმოება ავღანეთში თითქმის განახევრდა


ოპიუმის წარმოება ავღანეთში თითქმის განახევრდა
ოპიუმის წარმოება ავღანეთში თითქმის განახევრდა

გაეროს განცხადებით ოპიუმის წარმოება ავღანეთში თითქმის განახევრდა მოუსავლიანობის გამო.

გაეროს ნარკოტიკებით ვაჭრობასთან და ორგანიზებულ დამნაშავეობასთან მებრძოლი განყოფილების მონაცემებით ავღანეთში ოპიუმის წარმოება 2003 წლის დონემდე დაეცა, მაგრამ ის ავღანეთის ეკონომიკის 5%-ს შეადგენს.

გაეროს მონაცემებით ოპიუმის წარმოება ძირითადად ავღანეთის სამხრეთსა და დასავლეთშია განვითარებული. გაერო შიშობს რომ ოპიუმის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი პარტიზანების ხელში ხვდება. წელს ერთი კილოგრამი ოპიუმის ფასი 64-დან 169 დოლარამდე გაიზარდა.

ავღანეთი მსოფლიოს ოპიუმის 90%-ზე მეტს აწარმოებს, რისგანაც შემდეგ ჰეროინს ამზადებენ.

XS
SM
MD
LG