ნატოს განცხადებით, გუშინ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში შეიარაღებული შეტაკების შედეგად სამი ავღანელი პოლიციელი დაიღუპა და კიდევ რამდენიმე მძიმედ დაიჭრა.
პოლიციის განყოფილებაზე თალიბი მეამბოხეების თავდასხმის შემდეგ, ადგილობრივმა ძალებმა ნატოს საჰაერო დახმარება სთხოვეს. საერთაშორისო ჯარებმა ორი შევეულმფრენი გაგზავნეს ავღანელი პოლიციელების დასახმარებლად.
ოპერაციის დასრულების შემდეგ ჩატარებულმა გამოძიებამ ცხადყო, რომ დაღუპული პოლიციელები შვეულმფრენიდან გაცხნილი ცეცხლის მსხვერპლი გახდნენ.
ავღანეთის სამხრეთ ნაწილში კიდევ ორი ჯარისკაცი დაიღუპა. ნატოს მათი ეროვნება ჯერ არ გამოუცხადებია.