ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულში უცხოური ძალების წინააღმდეგ მოწყობილ აფეთქებას 8 ადამიანი შეეწირა


ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქაბულში, დღეს დილით, პიკის საათის დროს, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა და 25 დაიჭრა.

ნატოს კოალიციის პრეს სპიკერმა, ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალების კაპიტანმა ბილ სალვინმა დაადასტურა, რომ თავდასხმის სამიზნე მისი ერთ-ერთი ჯავშნიანი მანქანა იყო. თავდასხმისას სამი ჯარისკაცი დაიჭრა, მაგრამ მათი ჭრილობები სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

მოწმეებმა თქვეს, რომ ამერიკის საელჩოს სიახლოვეს მომხდარმა აფეთქებამ იქვე მდგარი სამოქალაქო მანქანები დააზიანა და მსხვერპლთა უმეტესობა ავღანელი სამოქალაქო პირი იყო.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG