ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში კორუფციასთან ბრძოლა გამკაცრდა


ბატონი კარზაის განცხადებით ავღანეთში კორუფციამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ კანონმდებლებს კორუფციასთან ბრძოლის გამკაცრებისკენ მოუწოდა.
ბატონი კარზაის განცხადებით ავღანეთში კორუფციამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია და ამ ფონზე მორიგი საერთაშორისო დახმარების მიღება სულ უფრო სათუო ხდება.
პრეზიდენტ კარზაის იმედი აქვს, რომ ტოკიოს საერთაშორისო კონფერენციაზე ავღანეთს ადეკვატურ ეკონომიკურ დახმარებას აღმოუჩენენ.
2014 წელს ავღანეთიდან ნატოს ჯარების გასვლის შემდეგ ამ ქვეყნის უშიშროების ძალების გაძლიერებისთვის დასავლეთმა 4 მილიარდი დოლარი გამოყო.
XS
SM
MD
LG