ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანის მიერ განხორციელებული ფართომაშტაბიანი ოპერაციიდან ერთი დღის თავზე, ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო დახმარების გარანტიებზე, როდესაც ნატოს კონტიგენტის დიდი ნაწილი 2014 წლისთვის დატოვებს ქვეყანას. სამშაბათს სიტყვით გამოსვლისას კარზაიმ შეერთებულ შტატებს წლიური 2 მილიარდი დოლარის გარანტია მოსთხოვა, რომელიც ჯარისა და პოლიციის გაწვრთნას მოხმარდება სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმების თანახმად.

XS
SM
MD
LG