ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფგან მუხთარლის 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს


აფგან მუხთარლი
აფგან მუხთარლი

აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს - ინფორმაციას ამის შესახებ მისი მეუღლე ლეილა მუსტაფაევა ავრცელებს.

„ეს არის აზერბაიჯანის და საქართველოს ხელისუფლების ერთობლივი გადაწყვეტილება. რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და მისი ლიდერი, პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი აფგანის დაპატიმრების თანამონაწილეები არიან. ეს იყო ორგანიზებული დანაშაული საქართველოში და ის შემდეგ გაგრძელდა აზერბაიჯანში. ის 8 თვის წინ საქართველოდან გაიტაცეს“, - წერს მუსტაფაევა „ფეისბუქზე“.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი თბილისში 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით ის ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ მან საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა სცადა. მას ბრალი სწორედ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაში, ქვეყანაში დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შეტანის მცდელობასა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დასდეს. ჟურნალისტი აცხადებს, რომ ის თბილისიდან ქართულ ფორმაში ჩაცმულმა სამართალდამცველებმა გაიტაცეს და აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG