ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აქტივისტებმა ბელარუსიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან, ნობელის პრემია მიიღეს


2022 წლის ნობელის პრიზი მშვიდობაში სამად გაიყო. პირველი მიმღები ალეს ბიალიაცკია, ბელარუსში, 1980-იან წლებში დემოკრატიული მოძრაობის სულისჩამდგმელი. "ნობელი" მიიღო უკრაინულმა ჯგუფმა "სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრი" და რუსულმა ორგანიზაციამ "მემორიალი".

"მშვიდობის პრიზის ლაურეატები წარმოადგენენ სამოქალაქო საზოგადოებას თავიანთ მშობლიურ ქვეყნებში",- თქვა ბერიტ რეის ანდერსენმა, ნობელის პრიზის კომიტეტის თავმჯდომარემ.

გამარჯვებულის გამოცხადებამდე, თავის სიტყვაში, ანდერსენმა თქვა: "ისინი მრავალი წლის განმავლობაში ხელს უწყობდნენ ძალაუფლების კრიტიკას და მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვას. მათ განსაკუთრებული ძალისხმევა ჩადეს ომის დანაშაულების, ადამიანის უფლებების დარღვევისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დოკუმენტირებაში. ისინი ერთად აჩვენებენ სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას მშვიდობისა და დემოკრატიისთვის“.

"ეს პრიზი წინააღმდეგობის პრიზია",- თქვა ალის მოგუემ, "ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციის" პრეზიდენტმა.

გასულ წელს, ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ფილიპინელ მარია რესას და რუს დიმიტრი მურატოვს ერგოთ. მსოფლიო აღიარებასთან ერთად, პრიზი, თითქმის 1 მილიონ ამერიკულ დოლარსა და 18-კარატიან ოქროს მედალს მოიცავს.

მურატოვმა თავისი ნობელის მედალი უკრაინის ომის გამო, იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად გაყიდა. ფილანტროპმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა გადაწყვიტა, მურატოვის ოქროს მედალში 103,5$ მილიონი გადაიხადა.

ნობელის პრიზი მშვიდობაში სხვადასხვა დროს მიღებული აქვთ: მარტინ ლუთერ კინგს, წითელი ჯვრის ორგანიზაციას, ნელსონ მანდელას, დედა ტერეზას, ბარაკ ობამას და სხვებს. პრიზი არავისზე გაცემულა მეორე მსოფლიო ომის დროს 1940 წლიდან 1945 წლამდე პერიოდში.

XS
SM
MD
LG