ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰაიტიში კატასტროფულ მიწისძვრას ჰქონდა ადგილი


7.0 ბალის სიძლიერის მიწისძვრას ადგილობრივი დროით გუშინ ნაშუადღევს ჰქონდა ადგილი ჰაიტის დედაქალაქ პორტ ო პრინსიდან 16 კილომეტრში. პირველი დარტყმიდან ცოტა ხანში 5.9 ბალის სიმძლავრის ბიძგი რამოდენიმეჯერ განმეორდა. პორტ ო პრინსის უდიდესი ნაწილი ნანგრევებად არის ქცეული. არიან დაღუპულები. ამჟამად მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები და მსხვერპლისა და მიყენებული ზარალის აღნუსხვა.მიწისძვრა იმდენად მძლავრი იყო, რომ იგი დომინიკის რესპუბლიკაშიც კი იგრძნობოდა.

XS
SM
MD
LG