ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონდოლიზა რაისი მოსკოვში იმყოფება - 2005-04-20


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი მოსკოვში რუსეთის პირველ პირებს ხვდება. შეხვედრებამდე, ქალბატობნი რაისი აცხადებდა, რომ რუსეთმა მეტი უნდა გააკეთოს რათა ქვეყანაში დემოკრატიის დარგში არსებული პირობები გააუმჯობესოს.

ქალბატონმა რაისმა, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე რადიო ეხო მოსკვის განუცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ უვრო მეტად უნდა დაიცვას დამოუკიდებელი მედია.

რაისის განცხადებით, ვაშშნგტონი მოსკოვს სტრატეგიულ პარტნიორად აღიქვამს, ისეთ საკითხებში როგორიცაა ომი ტერორიზმის წინააღმდეგ.

კონდოლიზა რაისი მოსკოვიდან ლიტვაში გაფრინდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დასასწრებად.

XS
SM
MD
LG