ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარდაიცვალა ტერი შაიავო - 2005-03-31


დღეს, 41 წლის ასაკში, ფლორიდის ქალაქ პინელას პარკში გარდაიცვალა ტერი შაიავო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ვეგეტატიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მას ხელოვნური კვებით აცოცხლებდნენ. ბოლო 15 წლის მანძილზე ავადმყოფის ეს მდგომარეობა გამოიწვია 1990 წელს განცდილმა გულის შეტევამ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას გამოურთეს ეს აპარატი, რომლის შემდეგაც შაიავომ 13 დღე იცოცხლა.

მღვდელი, რომელიც შაიავოს გარდაცვალების მომენტს ესწრებოდა, განაცხადა, რომ ეს არ არის სიკვდილი, არამედ მკვლელობაა.

გარდაცვალების შემდეგ, კომენტარები არ გაუკეთებიათ შაიავოს მშობლებს ან მის მეუღლეს.

XS
SM
MD
LG