ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიწისძვრა ინდონეზიაში: - 2005-03-30


ინდონეზიის ჩრდილოეთის კუნძულ ნიასზე გრძელდება მიწისძვრის შემდეგ სამაშველო სამუშაოები.

ადგილობრივი მოსახლეობა და მაშველთა რაზმები ნიჩბებითა და შიშველი ხელებით თხრიან ნამსხვრევებს.

ნიასზე უკვე სასმელი წყლის, სურსათ- სანოვაგისა და მედიკამენტების ნაკლებობაა. პირველადი დახმარება კუნძულამდე თუმცაღა აღწევს, მაგრამ დაზიანებული აეროპორტის პირობებში შეუძლებელია დიდი მოცულობის საჰაერო ტვირთის გადატანა.

ინდონეზიაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი პოლ დილონი აცხადებს: “უამრავი ადამიანი მიწისძვრის ნანგრევების შედეგად დაშავდა. სტიქიურმა უბედურებამ უდიდესი ზარალი მიაყენა თავად ნიასს. ამ წუთებში, ზარალის მასშტაბები ძნელი დასადგენია, თუმცა შესაძლოა ორ ათასზე მეტ ადამიანს სამედიცინო დახმარების გაწევა ესაჭიროებოდეს.”

დღეს ავსტრალია, იაპონია და სინგაპური ინდონეზიაში სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტებით, აღჭრვილობითა და ცოცხალი ძალით დატვირთულ სამხედრო თვითმფრინავს აგზავნიან.

ოფიციალური მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპული მოსახლეობის რიცხვი ათასს აღწევს. ასევე არსებობს მონაცემები, რომ ინდონეზიის შორეულ კუნძულ ბანიაკზე დაღუპულია 300 ადამიანი.

XS
SM
MD
LG