ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეგროპონტე: ერაყის მოსახლეობა შესძლებს არჩევნებში მონაწილეობას - 2005-01-23


ამერიკის ელჩი ერაყში ჯონ ნეგროპონტე ამბობს, რომ მომავალ კვირას დაგეგმილ არჩევნებში, მეამბოხეთა დაშინებების მიუხედავად მოსახლეობა მაინც შესძლებს არჩევნებში მონაწლეობის მისაღებას.

დღეს, ფოქს ნიუსთან ჩაწერილ ინტერვიუში ნეგროპონტემ აღნიშნა, რომ ამერიკისა და ერაყის მთავრობები საარჩევნო უბნებს დაიცავენ.

მისი განცხადებით, არ არის იმის გარანტია რომ ყველა საარჩევნო პუნქტი დაცული იქნება, მაგრამ ერაყის უმრავლეს რაიონებში მოსახლეობას საშუალება ექნება არჩევნებზე მივიდეს.

ნეგროპონტემ, ამასთან, ქებით მოიხსენია ამერიკელების მიერ გაწვრთნილი ერაყის უშიშროების ძალები და მათი მომზადების გაუმჯბესებას გაუსვა ხაზი.

XS
SM
MD
LG