ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საახალწლო ცერემონიები ბევრ ქვეყანაში ცუნამის კატასტროფამ დაჩრდილა - 2005-01-01


ცუნამის კატასტროფის მსხვერპლთა გახსენებამ 2005 წლის საახალწლო ცერემონიები დაჩრდილა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი პარასკევს ნიუ იორკში გიგანტური ბურთის დაშვებას დაესწრო თაიმს სქვერზე. იქ შეკრებილმა ათი ათასობით ადამიანმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დაღუპულთა სხოვნას.

ტაილანდისა და თურქეთის მთავრობებმა გააუქმეს ტრადიციული ფეიერვერკების სანახაობა. მალაიზიელებმა და ინდონეზიელებმა მასიურად მიიღეს მონაწილეობა სამგლოვიარო ცერემონიებში.

შვეციის პრემიერ მინისტრმა კი ამ ფონზე აღნიშნა, რომ საახალწლო ღონისძიებები ყოვლად უადგილო იყო სამხრეთ აზიაში მომხდარი კატასტროფის შემდეგ. შვეციამ, ევროპულ სახელმწიფოთაგან ყველაზე მეტი მოქალაქე დაკარგა ამ სტიქური უბედურებისას.

XS
SM
MD
LG