ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სპილოს ძვლის ნაპირის რესპუბლიკა საკონსტიტუციო ცვლილებების მოლოდინშია - 2004-12-04


სპილოს ძვლის ნაპირის რესპუბლიკაში ორი წელია სამოქალაქო ომი მძვინვარებს.

ქვეყნის პრეზიდენტი ლორენ გბაგბო აპირებს საკონსტიტუციო შესწორების პროექტი წარუდგინოს პარლამენტს. მისი მრჩევლები ამბობენ, რომ ამ ნაბიჯით სპილოს ძვლის ნაპირის რესპუბლიკაში სამოქალაქო ომის აღკვეთის შესაძლებლობა იქმნება.

შესწორება განმარტავს თუ ვის ექნება შესაძლებლობა საპრეზიდენტო სკამისთვის იყაროს კენჭი.

აქამდე, ოპოზიცია აცხადებდა, რომ კონსტიტუციური შესწორება აუცილებელია მათი კანდიდატის, წარმოშობით უცხოელის სარეგისტრაციოდ საპრეზიდენტო არჩევნებში.

წინადადება საკონსტიტუციო შესწორების აუცილებლობის შესახებ სპილოს ძვლის ნაპირის მთავრობას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ტაბო მბეკიმ გადასცა.

XS
SM
MD
LG