ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნებში ჯორჯ ბუშმა გაიმარჯვა  - 2004-11-03


არჩევნებში ჯორჯ ბუშმა გაიმარჯვა

საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯონ კერიმ პრეზიდენტ ბუშთან საუბარში დამარცხება აღიარა.

ოთხი წლის წინ ამერიკელები კვირების განმავლობაში ელოდნენ კენჭისყრის შედეგების დათვლის დასრულებას. ამის მოლოდინი წლევანდელი არჩევნების დროსაც იყო, რამეთუ ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო ოჰაიოს შტატში ელექტორატის მიერ გაკეთებული არჩევანი.

სენატორ კერის განცხადებამ კი გაუგებრობას წერტილი დაუსვა.

ჯორჯ ბუში მცირე განსხვავებით ლიდერობდა ოჰაიოში. თუმცა ასეთი განსხვავებაც კი მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოდგა პრეზიდენტობის მისაღწევად. ამ წუთებში საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები აცხადებენ, რომ დაუთვლელი ხმების რაოდენობა ვერ გადაწონის უპირატესობას კერის სასარგებლოდ.

მანამ, სანამ კერი აღიარებდა თავის წარუმატებლობას, ბუშის ბანაკში უკვე დარწმუნებით ამბობდნენ რომ პრეზიდენტმა ხელახალი ვადით გაიმარჯვა.

ოჰაიოდან შემოსული ინფორმაციით კი, ვარაუდობენ რომ ჯორჯ ბუშის ხმათა რაოდენობა საარჩევნო კოლეგიაში ოჰაიოს 20 საარჩევნო ხმის მიღების შემდეგ 270 გადააჭარბებს. პრეზიდენტად გახდომას კი მხოლოდ 270 ხმა სჭირდება.

XS
SM
MD
LG