აშშ სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი ჩინეთშია და მოლაპარაკებებს მართავს ქვეყნის უმაღლეს პირებთან. განსახილველ საკითხებს შორისაა ტაივანის და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის სხვადასხვა ასპექტები.
კოლინ პაუელი პეკინში იაპონიიდან ჩავიდა, სადაც ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობის საკითხი განიხილა ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებულ ექვსმხრივ მოლაპარაკებებში.
სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებისადმი ბიოკოტის გამოცხადების მიზეზად არ უნდა გამოიყენოს აშშ-ის ახალი კანონი, რომელიც გმობს ადამიანის უფლებებს ჩრდილოეთ კორეაში ან რეგიონში მომავალი სამხედრო-საზღვაო ძალების მანევრები.