ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმები ერაყში - 2004-10-24


ერაყის პოლიციამ განაცხადა, რომ ბაღდადის ჩრდილო-დასავლეთით ერაყის ახალი არმიის 49 დახვრეტილი წვევამდელის გვამები აღმოაჩინეს.

ერაყის ოფიცალურმა პირებმა განაცხადეს, რომ როგორც სჩანს ისინი ჩასაფრებულმა უცნობმა მეამბოხეებმა დახოცეს, როდესაც საწვრთნელი მეცადინეობიდან ბრუნდებოდნენ. მათი თქმით, ჯარისკაცებს მოსთხოვეს ავტომანაქანებიან ჩამოსვლა. მიწაზე დაწოლა და ამის შემდეგ ისინი დახვრიტეს.

ამის პარალელურად, აშშ-ის დიპლომატიური კორპუსის უშიშროების ოფიცერი და ამერიკელი ჯარისკაცი ბაღდადის აეროპორტის მახლობლად განხორციელებული თავდასხმისას დაიღუპნენ. ამერიკის საელჩოს უშიშროების ერთი თანამშრომელი კი მოკლული იქნა ამერიკის სამხედრო ბაზაზე მომხდარი თავდასხმისას.

XS
SM
MD
LG