<!-- IMAGE -->
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი აცხადებს, რომ ჯარისკაცები ორი სხვადასხვა თავდასხმის დროს დაიღუპნენ. ჯერჯერობით უფრო ვრცელი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. მიმდინარე კვირას ავღანეთში მომხდარი რამდენიმე თავდასხმის შედეგად, საერთო ჯამში ნატოს შვიდი ჯარისკაცი დაიღუპა.
ალიანსი ასევე აცხადებს, რომ ხოსტის პროვინციაში შეპყრობილია ავღანელ თალიბთა ერთ-ერთი დაჯგუფების „ჰაკანის ქსელის“ მეთაური.
ამ ინფორმაციით, ზემოთქმული თალიბი მეთაური კოალიციის ბაზებზე მოწყობილ მრავალ თავდასხმას ხელმძღვანელობდა.