20 აპრილის აფეთქების შედეგად მექსიკის ყურეში წყალქვეშა ჭაბურღილის პლატფორმაზე აფეთქება მოხდა, რამაც პლატფორმის ჩაძირვა გამოიწვია. ავარიის შედეგად, ყოველდღიურად გაჟონილი 800,000 ლიტრი ნავთობი მექსიკის ყურეში იღვრება. ამ რაოდენობის ნავთობის ოკეანეში ჩაღვრა ოკეანის ცოცხალი ორგანიზმების დაღუპვის საშიშროებას, კომერციული თევზჭერის ინდუსტრიისთვის უდიდესი ზარალის მიყენებისა და ასობით კილომეტრი სიგრძის სანაპირო ზოლის დაბინძურების საშიშროებას იწვევს. ნავთობის ტანკერის ავარიის ან დაზიანებული ნავთობსადენისგან განსხვავებით, ჭაბურღილის დაზიანება ნავთობის უწყვეტ ჟონვას იწვევს. მექსიკის ყურის კრიზისის გადასაჭრელად და ეკონომიკური და ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება ხდება.
ყურეში ნავთობის ჩაღვრის შედეგად გამოწვეული ზარალის შესაფასებლად ჩასულმა პრეზიდენტმა ობამამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კრიზისის გადაჭრა მისთვის უპირველესი პრიორიტეტია:
„ჩვენ რამდენიმე სხვადასხვა ამოცანა გვაქვს, მაგრამ აქედან პირველი ამ ხვრელის დალუქვაა.“
სინამდვილეში საუბარი სამ ხვრელზეა, რომელებიც ოკეანის ფსკერზე, დაახლოებით 2 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობს. ნავთობის ნაკადის შეჩერება ვერ ხდება იმის გამო, რომ მოწყობილობა, რომლსაც ჭაბურღილი უნდა გადაეკეტა პლატფორმასთან დამაკავშირებელი მილსადენების დაზიანების ან ავარიის შემდეგ, მწყობრიდან გამოვიდა.
ლამარ მაკკეი, ამერიკაში ბრითიშ პეტროლიუმის პრეზიდენტის თქმით, ჩამკეტი სარქველის წყალქვეშ შეკეთება უაღრესად რთული პროცედურაა.
„ეს გულის ოპერაციის გაკეთებას ჰგავს, რომელსაც რობოტის მიერ კონტროლირებული წყალქვეშა ნავები ატარებენ კილომეტრ ნახევარის სიღრმეზე და სიბენელეში.“
ბრითიშ პეტროლიუმი, ჭაბურღილის პლატფორმას ქირაობდა და შესაკეთებელ სამუშაოებსაც სწორედ ის იძღვება. კომანიის უფროსი აღმასრულებელი ოფიცრის ტონი ჰეივარდის განცხადებით, კომპანიამ ახალი ჭაბურღილის გათხრა დაიწყო, რომელსაც დაზიანებულ ჭაბურღილს დაუკავშირებენ და დალუქვის მიზნით მასში ცემენტს ჩაასხამენ. მაგრამ ამ პროცესის დასრულებას დაახლოებით სამი თვე დასჭირდება.
ამ ეტაპზე კი ერთადერთი სწრაფი გამოსავალი 12 მეტრიანი რკინაბეტონის ეგრეთწოდებული გუმბათოვანი კოშკია, რომელსაც დაზიანებულ ჭაბურღილს ზემოდან დაადგამენ და ამით ნავთობის ოკეანეში ჩაღვრას შეუშლიან ხელს. ამასთან, ოკეანის ზედაპირიდან ტანკერები სისტემატურად ამოქაცავენ 80 ტონიან გუმბათში დაგროვებულ ნავთობს. ამ ოპერავციის განხორციელება კვირის ბოლომდეა დაგეგმილი.
რიჩარდ ჩარტერი ნავთონის ინდუსტრიის ექსპერტია. მისი თქმით, აღნიშმული მეთოდი ასეთ სიღრმეზე წარსულში არასოდეს ყოფილა გამოყენებული და საკმაოდ სარისკო საქმეს წარმოადგენს.
„იმედი მქავს, რომ კომპანია სიფრთხილეს გამოიჩენს გუმბათის დაშვებისას და დისტანციური მართვის მანქანებსა და კაბელებს გამოიყენებს მის ადგილზე მისატანად. თუ გუმბათის ცადგმის ოპერაციის დროს მისი უკან ამოსაღები კაბელები დაზიანდა, ამან შეიძლება უარეს შედეგამდე მიგვიყვანოს და საბოლო ჯამში ჩაღვრილი ნავთობის რაოდენობაც კი გაზარდოს. “
ბრითიშ პეტროლიუმის განცხადებით, გუშინ ოკეანის ფსკერზე ჩაშვებული დისტანციური მართვის რობოტის მეშვეობით, კომპანიამ სამიდან ერთი ჭაბურღილი გადაკეტა, მაგრამ დარცენილი ორიდან ნავთობი კვლავ დიდძალი რაოდენობით ჟონავს. რობერტ ბი კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის კატასტროფული მოვლების რისკის მართვის ცენტრის ინჟინერია. მისი თქმით ჭაბურღილი უზარმაზარ რეზერვუარს უკავშირდება:
„რეზერვუარს ამ სახის ავარიისთვის, შეიძლება ითქვას, ამოუწურავი მარაგი აქვს. ჭაბურღილების დალუქვამდე ნავთობის ოკეანეში ჩადინება არ შეწყდება.“
ბატონი ბი იმედს იტოვებს, რომ მექსიკის ყურეში მომხდარი კატასტროფა ხელს შეუწყობს ახალი და უფრო მკაცრი რეგულაციების დაწესებას სანაპირო ზოლთან მდებარე ნავთობის საბადოების ათვისებისთვის. ახალ წესებში უნდა შედიოდეს არა მხოლოდ ისეთი ტექნიკური შესაძლებლობების დახვეწა, როგორიცაა დისტანციური მართვის ჩამკეტი მექანიზმები და სხვა, არამედ ნავთობის გაჟონვის შემდეგ განსახორციელებელი სტრატეგიის შემუშავება და საბადოების ათვისების ოპერაციების სანაპირო ზოლიდან უფრო დიდი მანძილით მოშორება. ბატონი ბის განცხადებით, ნავთობისა და ბუნებრივი აირის კომპანიები ეწინააღმდეგებიან ფედერალური რეგულაციების გამკაცრებას. ბრითიშ პეტროლიუმი ერთ-ერთი იმ კომპანიათაგანი იყო, რომლემაც 2009 წელს მორიგი კანონმდებლობის გატარებას კატეგორიული წინააღმდეგობა გაუწია.