<!-- IMAGE -->
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჯჩენ ირი ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით ჩადის. ოფიციალური ვიზიტის ფონზე ჩრდილოეთ კორეის მთავრობა მნიშვნელოვან ეკონომიკურ ჩავარდნასა და სამხრეთ კორეასთან მზარდ დაძაბულობას განიცდის.
ბატონ კიმის დაჯავშნული მატარებელი დღეს დილით ჩინეთის სასაზღვრო ქალაქ დანდონგში შევიდა, საიდანაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ჩინეთის ქალაქ დალიანში გაემგზავრება.
ჩინეთის მთავრობას ბატონ კიმის ვიზიტთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით რაიმე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. პეკინის გადაწყვეტილებით უცხოეთის საინფორმაციო საშუალებებს აეკრძალათ ბატონ კიმის მგზავრობის გაშუქება დანდონგსა და დალიანში. სამხრეთ კორეის იონჰაპის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით კი ბატონი კიმი მატარებლით პეკინში ჩადის.