ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დარფურის რეგიონში შეტაკება მოხდა


დარფურის რეგიონში შეტაკება მოხდა
<!-- IMAGE -->

დღეს სუდანის ჩრდილოეთ დარფურის რეგიონში, წარუმატებელი საინვესტიციო პროგრამით გამოწვეული საპროტესტო აქციის დროს, შეიარაღებული შეტაკება მოხდა.


დარფურში გაეროსა და აფრიკის კავშირის მშვიდობისმყოფელების ერთობლივი მისიის განცხადებით, ცეცხლსასროლი იარაღის ხმა ისმოდა ასობით დემონსტრანტებს შორის, რომლებიც დარფურის პროვინციის დედაქალაქის ელ ფაშარის მიმართულებით მოძრაობდნენ.
თვითმხილველთა ცნობით, პოლიციამ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა მაშინ როცა ისინი ქალაქის ცენტრს მიუახლოვდნენ საკუთარი დაბანდებების დაბრუნების მოთხოვნით.


ჯერ-ჯერობით დაღუპულებზე არავითარი ოფიციალური ინფორმაცია არ მოსულა.


XS
SM
MD
LG