ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მრავალმილიარდიანი მასტიმულირებელი პაკეტი


მრავალმილიარდიანი მასტიმულირებელი პაკეტი
მრავალმილიარდიანი მასტიმულირებელი პაკეტი

<!-- IMAGE -->

საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება ევროკავშირსა და მსოფლიო ბანკთან. შეთანხმება მრავალმილიარდიან მასტიმულირებელ პაკეტს შეეხება. როგორც პრემიერმა ჯორჯ პაპანდრეუმ აღნიშნა, პაკეტი საბერძნეთს გაკოტრებისგან დაიხსნის. სანაცვლოდ ქვეყანა გარკვეულ მსხვერპლზე უნდა წავიდეს.

პაკეტის დეტალების შესახებ, რომელიც დაახლოებით 160 მილიარდ დოლარს შეადგენს, დღეს მოგვიანებით გამოქვეყნდება.
ევროკომისიის თავმჯდომარემ ხოსე მანუელ ბაროსომ მხარი დაუჭირა მასტიმულირებელ პაკეტს.
მისი განცხადებით, ეს საბერძნეთის ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის აუცილებლად გადასგმელი ნაბიჯი იყო. ამასთან ევროკავშირის ქვეყნებისთვის კრიზისის გაღრმავების საფრთხის თავიდან აცილებას ემსახურება.

XS
SM
MD
LG