<!-- IMAGE -->
ბელგიელმა კანონმდებლებმა ხმათა უმრავლესობით აკრძალეს მანდილოსნებისთვის საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ისლამური თავსაბურავის და ნიღაბის ტარება.
აღნიშნული კანონის ბელგიის პარლამენტის ზედა პალატაში დამტკიცების შემთხვევაში ბელგია გახდება ევროპის პირველი ქვეყანა, რომელშიც ჩადრის ტარებისთვის კრიმინალური სასჯელი იქნება გათვალისწინებული.
ისლამური ტრადიციის ერთგულ მანდილოსნებს 20-დან 33 დოლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევთ. საერთაშორისო ამინისტიამ პროტესტი განაცხადა აღნიშნული კანონის შემოღების გამო.
მსგავსი კანონმდებლობის შემოღებას საფრანგეთის ხელისუფლებაც აპირებს, სადაც ევროპაში ყველაზე მრავალრიცხოვანი მუსულმანური მოსახლეობაა.