<!-- IMAGE -->
ჩეჩნეთის ლიდერი აცხადებს, რომ უმარ ისრაელოვის მკვლელობაში მას წვლილი არ მიუძღვის. რამზან კადიროვმა უარყო ის ბრალდება, რომ თითქოს მისი ყოფილი მცველის ვენაში განხორციელებული მკვლელობის უკან დგას. შეგახსენებთ, რომ ჩეჩნეთიდან გაქცეულმა ისრაილოვმა ევროსასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, სადაც კადიროვს მისი მოწინააღმდეგეების გატაცებასა და წამებაში სდებდა ბრალს.