<!-- IMAGE -->
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ეჰუდ ბარაკი მხარს უჭერს ამერიკის
წინადადებას, მაგრამ აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ შემოღებული
სანქციები დროის ლიმიტს უნდა ექვემდებარებოდეს. ბარაკის თქმით, სანქციების
ეფექტურობა საერთაშორისო საზოგადოებრიობამ უნდა შეაფასოს. ვაშინგტონში
მყოფი ბარაკი პენტაგონში გამოვიდა სიტყვით. მან და შეერთებული შტატების
თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა ასევე აღნიშნეს, რომ სირია ლიბანის
„ჰესბოლას“ მოძრაობას რაკეტებით ამარაგებს:
„სირია და ირანი „ჰესბოლას“
რაკეტებით სულ უფრო ინტენსიურად ამარაგებენ. ახლა „ჰესბოლა“ უკვე უფრო მეტ
რაკეტას ფლობს ვიდრე მსოფლიოს ქვეყანების უმრავლესობა“. განაცხადა
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა. ეჰუდ ბარაკმა კი აღნიშნა, რომ
ისრაელი „ჰესბოლას“ პროვოციერებას არ აპირებს.