ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსახლეობის გამოკითხვა აფხაზეთსა და ოსეთში 


მოსახლეობის გამოკითხვა აფხაზეთსა და ოსეთში 
მოსახლეობის გამოკითხვა აფხაზეთსა და ოსეთში 

<!-- IMAGE -->


25 აპრილს ვაშინგტონის ვუდრო ვილსონის ცენტრში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე დაწერილი კვლევის პრეზენტაცია შედგა.

კვლევა ამერიკის მეცნიერებათა ეროვნული ფონდის გრანტით დაფინანსდა და მასში სამი პროფესორი მონაწილეობდა ჯონ ოლოფლინი კოლორადოს ბოლდერის უნივერსიტეტიდან, ვლადიმერ კოლოსოვი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიიდან და ჯერარდ ტოლი, ვირჯინია ტექიდან.

კვლევის დანიშნულება აფხაზეთის მოსახლეობაში არსებული შეხედულებებისა და დამოკიდებულებების გამოვლენა იყო. კვლევის ხელმძღვანელი პროფესორი ოლოფლინის თქმით, აღნიშნული გამოკითხვა მოლდოვასა და საქართველოში ტარდება და მისი დანიშნულება ერთნიკური ჯგუფების გამოკვლევა და მათი ერთმანეთთან დამოკიდებულების დადგენაა.

პროფესორი ოლოფლინის თქმით კითხვარი სამი ძირითადი მიმართულების კითხვებისგან შედგება:

პირველ ჯგუფის კითხვები ძირითადად ზოგადი სახის სოციალ-დემოგრაფიული სახის შეკითხვებია, რომლებიც ადამიანის კეთილდღეობას უკავშირდება.

მეორე ჯგუფში შედის შეკითხვები, რომლებიც ადამიანი თვითმყოფადობას ეხება. მათი დანიშნულება იმის დადგენაა, გრძნობენ თუ არა ადამინები თავს რომელიმე ეთნიკური ჯგუფის ნაწილად და რა დამოკიდებულება აქვთ სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან.

გამოკითხვის მესამე მხარე იმის დადგენაც ცდილობს, თუ რამდენად ლეგიტიმურად მიიჩნევს რომელიმე ტერიტორიის მოსახლეობა მმართველ უწყებებს, ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს.

ბატონი ოლოფლინის თქმით, აფხაზეთში ჩატარებულმა გამოკვლევამ რამდენიმე საინტერესო ფაქტორი გამოავლინა. პირველ რიგში ის, რომ აფხაზეთის მოსახლეობის 42 პროცენტი აფხაზია, 18.5 სომეხი 10.4 რუსი და დაახლოებით 25 კი ქართველი.

კვლევის შეკითხვებზე და გამოკითხვის საფუძველზე გაკეთებულ დასკვნებზე ბატონმა კოლოსოვმა ისაუბრა. მისი თქმით, გასაკვირი იყო შედეგები, რომლებიც ერთნიკური ჯგუფების კეთილდღეობის აღქმასთან დაკავშირებით გამოიკვეთა. აფხაზები მიიჩნევენ, რომ მათი ეკონომიკური სიტუაცია არც ისე ცუდია, და რომ მათ ყველაფერის ყიდვის შესაძლებლობა და საშუალება აქვთ. ქართული მოსახლეობის პასუხები კი მსგავს შეკითხვებზე პესიმისტური იყო.
მისივე თქმით, გამოკითხვაზე ასეთი პასუხის მიღება აფხაზი მოსახლეობისგან გარკვეულ წილად პარადოქსულია, რადგან რომ არა დიდძალი ფინანსური დახმარება რუსეთიდან, იმ მცირედი ეკონომიკური წინსვლა რომელიც სოხუმის რამდენიმე უბანში აღინიშნება შეუძლებელი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, გამოკითხული აფხაზები კმაყოფილები არიან საკუთარი საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური მდგომარეობით.

აფხაზები ძალიან ოპტიმისტურად არიან განწყობილი და რუსები და სომხები მათ ეთანხმებიან. ქართველები სიტუაციას აღიქვამენ აბსოლუტურად საწინააღმდეგო კუთხით. ზოგადი დაკვირვება ასეთია, რომ აფხაზებს სჯერათ იმის, რომ ეკონომიკური და სოციალური სიტუაცია აფხაზეთში უკეთესია, ვიდსე საქართველოში.

პრეზენტაციის შეჯამება პროფესორმა ტოლმა გააკეთა. მისი აზრით, როგორც აფხაზეთში ასევე სამხრეთ ოსეთში მოსახლეობას ეტყობა, რომ ფასიქოლოგიურად გადალახა ერთნიკური დაცალკევების სირთულე. ამასთან გალში მცხოვრები ქართული მოსაახლეობის შეფასება აფხაზრუი პოლიციისა და სოციალური უსაფრთხოების მექანიზმების მიმართ გაცილებით ნეგატიურია, ვიდრე რუსეთბის, სომხების ან აფხაზების მიერ გაკეთებული შეფასება.
ხალხს, რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ ეტყობათ, რომ გადალახეს ფსიქოლოგიური ზღვარი , რას იმაში მდგომარეობს, რომ მათ საქართველოსთან ურთიერთობა დაამთავრეს. ომმა შექმნა ახალი გარემო ახალი სიტუაცია და ახლა ისინი უფრო უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობენ თავს ვიდრე აქამდე.
ერთადერთი საიმედო მაჩვენებელი, რომელიც მთელი პრეზენტაცის განმავლობაში მოვისმინეთ იყო ის, რომ აფხაზების გარკვეული ნაწილი, მათ შორის ეგრეთწოდებული ლიდერები არ გამორიცხავენ ქართველების დაბრუნების შესაძლებლობას, თუმცა ამ შესაძლებლობას უამრავ მოთხოვნასთან აკავშირებენ, რაც შეიძლება ბევრმა დევნილმა ვერ დააკმაყოფილოს.

პრეზენტაციის დროს არაფერი თქმულა აფხაზეთში ეთნიკული წმენდის ფაქტის აღიარების შესახებ. ავტორებმა ეს ფაქტი იმით გაამართლეს, რომ პრეზენტაციისთვის მხოლოდ ერთი საათი ჰქონდათ და დროში შეზღუდვის გამო ბევრი რამ ვერ წარუდგინეს მსმენელებს.

კვლევის სრული ტექსტი და უფრო ვრცელი შედეგები მაისში გამოქვეყნდება. საინტერესოა შეეტყობა თუ არა მთლიან ანგარიშს ის, რომ გამოკითხვის ჩასატარებლად რუსული ფირმა იყო დაქირავებული და ისიც, რომ კითხვარის ტექსტი მხოლოდ რუსულ ენაზე დაიბეჭდა.



XS
SM
MD
LG