ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში ხუთი თალიბი მეამბოხე მოკლეს


პაკისტანში ხუთი თალიბი მეამბოხე მოკლეს
<!-- IMAGE -->

პაკისტანის ოფიციალურ პირთა განცხადებით,შეერთებული შტატების უპილოტო საფრენი აპარატიდან გატყორცნილმა რაკეტებმა ხუთი ეჭვმიტანილი თალიბი მეამბოხე მოკლა.
დღეს სამი რაკეტა მირანშაჰიდან 25 კილომეტრის დაშორებით მდებარე ამბოხებულთა სამხედრო ბაზაზე ჩამოვარდა. აღსანიშნავია რომ , დაბა მირანშაჰი ჩრდილოეთ ვაზირისტანში მეამბოხეთათვის ყველაზე დიდი გამაგრებული სამხედრო პუნქტია.
ბოლო თვეებში შეერთებული შტატების საჰაერო სამხედრო ძალებმა გააძლიერეს ალ ყაიდასა და თალიბი მეამბოხეების სამალავი ადგილების უპილოტო საფრენი აპარატებიდან დაბომბვა.
ამ ფონზე პაკისტანის ჩრდილო დასავლეთ ნაწილში თალიბებმა ხელისუფლების მხარდამჭერი ტომთა უხუცესი წევრი გაიტაცეს ,რომლის ცხედარიც მოგვიანებით ბაჯაურის ტომებით დასახლებულ ტეირტორიაზე აღმოაჩინეს.

XS
SM
MD
LG