ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიტჩელი ახლო აღმოსავლეთის ვიზიტს ასრულებს


მიტჩელი ახლო აღმოსავლეთის ვიზიტს ასრულებს
<!-- IMAGE -->

ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების საგანგებო ელჩმა ჯორჯ მიტჩელმა დაასრულა თავისი სამდღიანი მისია რეგიონში. იგი ცალცალკე შეხვდა ისრაელისა და პალესტინის ლიდერებს. შეხვედრებს რაიმე გადამწყვეტი სამშვიდობო პროცესში არ შეუტანია. მაგრამ საგანგებო ელჩმა აქვე დასძინა, რომ მხარეებთან მოლაპარაკებები პოზიტიური და შედეგიანი გამოდგა. დღეს ბენიამინ ნათანიჰუსთან შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ მომავალ კვირას იგი კვლავ დაბრუნდება რეგიონში.
ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას მივაღწიოთ. მათ შორის ორი სახელმწიფოს თანაარსებობის მიღწევაც ჩვენი მიზანს წარმოადენს.
კვირასვე პალესტინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი მიწვეულია აშშ-ში პრეზიდენტ ბარაქ ობამასთან შესახვედრად. ამერიკის მხარეს ჯერ მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.
ამას გარდა ისრაელის მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ისრაელსა და პალესტინას შორის არაპირდაპირი დიალოგი მაისის მეორე ნახევარში აღდგება.

XS
SM
MD
LG