ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში 58 ადამიანი დაიღუპა


ბაღდადში 58 ადამიანი დაიღუპა
<!-- IMAGE -->


ერაყის ხელისუფლების განცხადებით,58 ადამიანი დაიღუპა ბაღდადში შიიტების წინააღმდე განხორცილებული აფეთქებების შედეგად.
რამდენიმე ძლიერმა აფეთქებამ შიიტებით დასახლებული სადრის უბანი შეაზანზარა. თავდაპირველად ავტომანქანაში დამონტაჟებული ბომბი ანტიამერიკელი სასულიერო მოღვაწის მოხტადა ალ-სადრის შტაბ-ბინასთან აფეთქდა, რამაც სულ ცოტა 25 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა 100-მდე დაიჭრა.
კიდევ ერთი ბომბი ადგილობრივ ბაზარში ააფეთქეს. დანარჩენი სამი ტერაქტი ბაღდადის შიიტური მეჩეთების მახლობლად მოხდა.
ამ ტერაქტებმადე ერთი დღით ადრე ერაყის ხელისუფლებამ ალ-ყაიდას ორი ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ გააკეთა განცხადება.
ძალადობის ესკალაცია ერაყში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, დღეს ანბარის პროვინციაში გზისპირას დამონტაჟებული ნაღმების აფეთქების შედეგად სულ ცოტა 6 ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა.


XS
SM
MD
LG