სომხეთის მმართველმა კოალიციამ თურქეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი
მიძღვნილი დოკუმენტის რატიფიკაციაზე უარი თქვა. სომხეთის მთავრობა
აცხადებს, რომ თურქეთმა ამ შეთანხმების წინაპირობის გარეშე და დროზე
მიღება ვერ მოახერხა. ჯერ-ჯერობით თურქეთის მხარეს კომენტარი არ
გაუკეთებია. აღსანიშნავია, რომ 24 აპრილს სომხეთში, პირველი მსოფლიო ომის
დროს ოსმალეთში მომხდარი სომხების მასობრივი ხოცვა-ჟლეტის
ოთხმოცდამეთხუთმეტე წლისთავს აღნიშნავენ. გასულ წელს თურქეთის და სომხეთის
ლიდერებმა ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ამ
დოკუმენტის თანახმად, ათწლეულების მანძილზე ჩაკეტილი საზღვარი უნდა
გახსნილიყო, მაგრამ რატიფიკაცია ორივე ქვეყნის პარლამენტში გართულდა.
ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ თვეს შეერთებული შტატების კონგრესმა
მიიღო რეზოლუცია, რომელშიც სომხების ჟლეტის ფაქტი გენოციდადაა შერაცხული.
<!-- IMAGE -->