ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაკიევი დროებით მთავრობას არ ცნობს


ბაკიევი დროებით მთავრობას არ ცნობს
ბაკიევი დროებით მთავრობას არ ცნობს
<!-- IMAGE -->

ყირგიზეთის გაქცეული ლიდერი აცხადებს, რომ იგი პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომას არ აპირებს. ყურმანბეკ ბაკიევმა, რომელიც თავს ბელარუსს აფარებს დღეს განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ გამოუხატავს სამძიმარს 7 აპრილის არეულობის დროს დაღუპულთა ოჯახებს, მაგრამ გადადგომას არ აპირებს. „ცხრა თვის წინ ყირგიზეთის მოსახლეობამ პრეზიდენტად ამირჩია და მე ამ მოვალეობის პირნათლად შესრულების ფიცი დავდე. ხალხისთვის მიცემული პირობისგან კი მხოლოდ სიკვდილი გამათავისუფლებს. ყირგიზეთი არავის კოლონიად არ გადაიქცევა“. აღნიშნა გადაყენებულმა პრეზიდენტმა. ბაკიევი მინსკში იმყოფება, სადაც ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

XS
SM
MD
LG