ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ქალაქის მერის მოადგილე მოკლეს


ავღანეთში ქალაქის მერის მოადგილე მოკლეს
ავღანეთში ქალაქის მერის მოადგილე მოკლეს

<!-- IMAGE -->

ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით ქვეყნის სამხრეთ რეგიონში მდებარე ქალაქ ყანდაარის მერის მოადგილე მოკლეს.

ყანდაარის პროვინციის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა დღეს განაცხადა, რომ ყანდაარის მერის მოადგილე აზიზულა იარმალი ორშაბათს საღამოს მეჩეთში ლოცვის დროს მოკლეს.

განცხადების თანახმად მკვლელები მიიმალნენ და პოლიცია ამჟამად მკვლელობას იძიებს. ოფიციალური პირების ცნობით თავდასხმა მეამბოხეებმა განახორციელეს.

უნდა აღინიშნოს, რომ თალიბ მეამბოხეთა გავლენა ყანდაარში მნიშვნელოვანია. თალიბები ავღანეთს სწორედ ყანდაარიდან მართავდნენ 1996 წლიდან 2001 წლამდე.

ყანდაარის პროვინციის ხელისუფლების წარმომადგენელმა ზალმაი აიუბიმ საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეთედ პრესს" მოახსენა, რომ აზიზულა იარმალის მკვლელობა მემაბოხეთა სტრატეგიის ნაწილია რადგან ისინი ცენტრალური ხელისუფლების დასუსტების მიზნით, ცდილობენ ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალური პირები დააშინონ.

XS
SM
MD
LG