ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეის სამხედრო ხომალდის ჩაძირვის დეტალები


სამხრეთ კორეის სამხედრო ხომალდის ჩაძირვის დეტალები
სამხრეთ კორეის სამხედრო ხომალდის ჩაძირვის დეტალები
<!-- IMAGE -->

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი მუნ ბაკმა განაცხადა, რომ გასულ თვეს ჩაძირული სამხედრო ხომალდის დაღუპვის მიზეზის ზედმიწევნით გამოძიებას აპირებს. ამ კატასტროფას 46 მეზრვაურის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამხრეთ კორეის ცრემლმორეულმა ლიდერმა თვითოეული დაღუპული სახელით მოიხსენია. ხომალდი ჩრდილოეთ კორეის საზღვრის მიდამოებში ჩაიძირა. წინასწარი გამოძიება ადასტურებს, რომ კატასტროფა აფეთქებამ გამოიწვია. როგორც ცნობილია ორ კორეულ სახელმწიფოს შორის საზღვაო საზღვრის მიდამოებში ინციდენტები მანამდეც ხდებოდა. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეა არ აღიარებს გაეროს მიერ ამ რეგიონში დადგენილ საზღვარს.

XS
SM
MD
LG