ეუროკონტროლი იტყობინება, რომ ორშაბათს 8, 000-9, 000მდე საჰაერო რეისი შესრულდება ევროპის მაშტაბით.
უფრო ადრე, ევროკავშირის ხელმძღვანელობა იმედს გამოთქვამდა, რომ ცოტა ხანში საჰაერო რეისების განხორციელება ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდებოდა.
ამ ფონზე, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია იმედგაცრუებულია ევროპის ქვეყნების მთავრობებით, რომლებმაც არასაკმარისი ხელმძღვანელობა აჩვენეს.
რამდენიმე საათში ევროპის ტრანსპორტის მინისტრები ვიდეო კონფერენციას გამართავენ და საჰაერო სივრცის გახსნის საკითხზე იმსჯელებენ.