<!-- IMAGE -->
ყირგიზეთის დროებითი მთავრობის განცხადებით,შემუშავებულია გეგმა,რომელიც
ცენტრალური აზიის ამ რეგიონში დემოკრატიის აღდგენას შეუწყობს ხელს.
მთავრობის
ერთერთი მაღალჩინოსნის ომურბეკ ტეკაბაევის განცხადებით, რეფორმას
პირობითად დემოკრატიისკენ შემობრუნება ეწოდა.რაც შეეხება ცვლილებებს
კონსტიტუციაში ,მას მხოლოდ რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ
განახორციელებენ.
ყირგიზეთში ეროვნული არჩევნები მომავალ ექვს თვეში
ჩატარდება. მანამდე კი მიუხედავად ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მოსახლეობის
უკმაყოფილებისა, ახალი მთავრობის არჩევამდე ქვეყნის სადავეები დროებით
მთავრობის ხელში დარჩება.
რაც შეეხება პრიზდენტ ყურმან ბაკიევის
მხარდამჭერებს ,მათ გუშინ ჯალალაბადის სამთავრობო შენობა დაიკავეს და
ადგილობრივი ტელევიზიის შენობაშიც შეიჭრნენ.