<!-- IMAGE -->
დღეს კუბური თამბაქოს ინდუსტრიის ლეგენდარული ფიგურა ალეხანდრო რობაინა 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რობაინამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა მას შემდეგ, რაც მან კუბის საუკეთესო თამბაქოს ფოთლები გამოიყვანა.
მას მთელი მსოფლიო ჰქონდა მოვლილი, როგორც კუბური თამბაქოს არაოფიციალურ ელჩს.
რობაინა იყო ერთადერთი თამბაქოს ფერმერი, რომელსაც ერთ-ერთი კუბური სიგარა მიეძღვნა.
აღსანიშნავია, რომ რობაინას ოჯახი თამბაქოს პლანტაციებს 1845 წლიდან განუწყვეტლივ უვლის.