ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანი გაეროს ეთანხმება


პაკისტანი გაეროს ეთანხმება
პაკისტანი გაეროს ეთანხმება
<!-- IMAGE -->

პაკისტანის ხელისუფლება დაეთანხმა გაეროს კომისიის დასკვნას, რომელიც 2007 წელს პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობას იძიებდა. დასკვნაში ნათქვამია რომ მკვლელობის თავიდან აცილება შეასაძლებელი იყო.

ბჰუტოს ქვრივის, პაკისტანის ამჟამინდელი პრეზიდენტის აზიფ ალი ზარდარის წარმომდგენლის განცხადებით, პაკისტანის სახალხო პარტიას თავიდანვე გაუჩნდა ეჭვი, რომ ყოფილი პრეზიდენტის ფერვეზ მუშარაფის მთავრობა საკმარის ზომებს არ იღებდა ბენაზირ ბჰუტოს უსფართხოებისათვის.

ბატონი ზარდარის მომხრეების განცხადების თანახმად, ამ დასკვნის შემდეგ პოლიციამ სრულყოფილი გამოძიება უნდა ჩაატაროს და საქმე სასამართლომდე მივიდეს.


XS
SM
MD
LG