ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს თანამშრომელთა გაუჩინარება


გაეროს თანამშრომელთა გაუჩინარება
გაეროს თანამშრომელთა გაუჩინარება

<!-- IMAGE -->

ავღანეთში გაეროს მისიის წარმომადგენელმა დან მაკნორტონმა ხუთი თანამშრომლის გაუჩინარების შესახებ განაცხადა.

გაეროს თანამშრომლები ავღანეთის ჩრდილოეთში მდებარე ბაღალანის პროვინციაში იმყოფებოდნენ, როდესაც უგზოუკვლოდ გაუჩინარდნენ.

ამ პროვინციაში გუშინ ავღანელმა პარტიზანებმა გერმანელი ჯარისკაცების პატრულზე მოაწყვეს თავდასხმა. ამ თავდასხმის შედეგად 4 გერმანელი ჯარისკაცი დაიღუპა და 5 დაიჭრა.
ამასობაში ყანდაარში უცხოელთა საცხოვრებელი კომპლექსი ააფეთქეს, რომლის დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა. ყანდაარის პროვინციის გუბერნატორის ტორულაი ვესას განცხადებით დაიჭრა 26 ადამიანი, რომელთაგან 10 უცხოელია, მათ შორის 3 ამერიკელი.





XS
SM
MD
LG