ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპის საჰაერო მიმოსვლა პარალიზებულია


ევროპის საჰაერო მიმოსვლა პარალიზებულია
ევროპის საჰაერო მიმოსვლა პარალიზებულია
უკვე მეორე დღეა, რაც ისლანდიაში ამოფრქვეულმა და ევროპის ტერიტორიაზე მიმოფანტულმა ვულკანის ფერფლმა პარალიზება მოუხდინა საჰაერო მიმოსვლას მთელი კონტინენტის მაშტაბით. აეროპორტებში შეფერხებული მგზავრებს კი ორი ათას ერთი წლის 11 სექტემბრის შემდეგ ყველაზე მაშტაბურ პრობლემებთან უწევთ გამკლავება.

ევროპის საჰაერო მიმოსვლის მაკონტროლებელი სააგენტოს-ეუროკონთროლის განცხადებით პარასკევს დაახლოებით 17 000 რეისი გაუქმდება.

სააგენტოს ინფორმაციით, საჰაერო მიმოსვლის შეფერხება ხვალამდე გასტანს. ევროპიდან ჩრდილოეთ ამერიკაში გაუქმებული საჰაერო რეისების გარდა, პრობლემები ექმნებათ აზია-ევროპის მარშრუტებსაც.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად შეაფერხებს ფერფლის რაოდენობა მსოფლიოს სახელმწიფოების ლიდერთა ჩასვლას პოლონეთის პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიაზე.

შეგახსენებთ, რომ დაკრძალვა ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ კრაკოვში იგეგმება. ამ წუთებში დაკეტილია ჩრდილოეთ პოლონეთის საჰაერო სივრცე.

XS
SM
MD
LG