ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში ბირთვული კონფერენცია ჩატარდება


ირანში ბირთვული კონფერენცია ჩატარდება
ირანში ბირთვული კონფერენცია ჩატარდება
<!-- IMAGE -->

თეირანში ირანის ხელისუფლება ბირთვული კონფერენციის ჩატარებას გეგმავს ვაშინგტონში გამართული სამიტის საპირისპიროდ, რომელზეც ირანელები არ დაპატიჟეს.
შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე ეტაპის გატარებას ცდილობს ამ ქვეყნის ბირთვული პროგრამის გამო.
ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის განცხადებით თეირანი ყველაფერს აკეთებს, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. მისი თქმით:“ ირანი ამ სფეროში თანამშრომლობის მომხრეა. მაგარმ ეს უნდა მოხდეს ირანის დამოუკიდებლობის, უფლებების და ღირსების დაცვით..“
ირანი ამტკიცებს რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება, მაგარმ გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო მის მიმართ უნდობლობა იზრდება.
ქაიროს ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორის ჩუქრი ფიშერის განცხადებით:“ ირანის პროგრამა მთელს რეგიონში შეშფოთებას იწვევს და რადგან თეირანი უარს აცხადებს დაემორჩილოს საერთაშორისო თანამეგობრობის და საკუთარი მეზობლების მოთხოვნებს, მაშინ ის ვინც საპასუხო მოქმედების დაწყების შესახებ საუბრობს შეასრულებს კიდევაც თავის მუქარას.“
თეირანის კონფერენციამ უნდა დაადსტუროს რომ ირანის ხელისუფლებასაც ჰყავს თავის მომხრეები. კონფერენციას ინდოეთის წარმომადგენლები დაესწრებიან, თუმცა ირანის მხრადმჭერებიც კი კარგავენ ამ ბოლო დროს მოთმინებას თეირანის ხისტი პოზიციის გამო. ამ კვირის დასაწყისში ირანის ხელისუფლების წარმომადგენელმა მოულოდნელად განაცხადა რომ თეირანი ერთ თვეში ბირთვული კლუბის წევრი გახდება. როგროც ცნობილია ამ სახელით ატომური იარაღის მქონე ქვეყნებს მოიხსენიებენ.
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა კატეგორიულად უარყო ამის შესაძლებლობა. მისი თქმით:“ მე არ მჯერა ამისი. ჩვენი შეფასებით ეს არ მოხდება უახლოესი ერთი წლის, შესაძლოა უფრო მეტი ხნის განმავლობაში.“
პროფესორი ფიშერი მიიჩნევს რომ ნებისმიერ შემთხვევაში შეერთებული შტატების და ირანის წარმოამდგენლებმა აღნიშნული პრობლემა ორმხრივი დიალოგის გზით უნდა მოაგვარონ.


XS
SM
MD
LG