ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი სააკაშვილი ატლანტიკურ საბჭოში გამოვიდა


პრეზიდენტი სააკაშვილი ატლანტიკურ საბჭოში გამოვიდა
პრეზიდენტი სააკაშვილი ატლანტიკურ საბჭოში გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში მდებარე ამერიკის ატლანტიკურ საბჭოში წარსდგა სიტყვით. მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის პირველი ვიზიტი ამეირკაში-ობამას ადმინისტრაციის ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ-საქართველოსთვის კარგი შესაძლებლობაა შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის გაღრმავების მხრივ.

პრეზ. სააკაშვილის ვიზიტი ასევე მნიშვნელოვანია იმითაც, რომ საქართველოში 30 მაისს ადგილობრივი არჩევნები იგეგმება. ამ პროცესს კი დიდი გავლენა ექნება ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე.

თავის გამოსვლაში, მიხეილ სააკაშვილმა დაახასიათა საქართველოს მთავრობის ძალისხმვა დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გატარების მიზნით, რაც ქვეყანის ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებას, ისევე როგორც ამერიკასთან და ევროპასთან ურთიერთობების დაახლოებას შეუწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG