ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში მიწისძვრისგან  617 დაიღუპა


ჩინეთში მიწისძვრისგან  617 დაიღუპა
<!-- IMAGE -->

დასავლეთ ჩინეთში დამანგრეველი მიწისძვრისგან დაშავებულების გადარჩენაში მაშველებს ხელს სასტიკი ყინვა უშლით. დაღუპულია სულ მცირე 617 ადამიანი, დაშავებულია 10 000, 300 კი დაკარგულად ითვლება. ეპიცენტრი ტიბეტის მოსაზღვრე პროვიცნიაში დაფიქსირდა. დანგრეული გზები და შენობები, შეწყვეტილია სატელეფონო კავშირი.
პირველ, 6.9 ბალიან დარტყმას განმეორებითი ბიძგებიც მოყვა, მათ შორის ყველაზე ძლიერი 6.3 მეათედ ბალიანი.
ზოუ მინგი, საგანგებო მდგომარეობათა დეპარტამენტის უფროსი ამბობს:
“მიწისძვრის ზონაში მცხოვრები 10 000 ადამიანისთვის სამედიცინო დახმარება, საკვებით და თავშესაფრით უზრუნველყოფა ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია.”

XS
SM
MD
LG