2010 წლის 25 თებერვლის ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს
ეძლევა შესაძლებლობა უკრაინაში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში
მიღწეული პროგრესის კონსოლიდაცია მოახდინოს და არსებული დარღვევების
გამოსწორებას მთელი სერიოზულობით მიუდგეს. ორგანიზაცია „საერთაშორისო
ამნისტიის“ დასკვნით, ქვეყანაში დღეს ფართოდ არის გავრცელებული
დაუსჯელობა და წინასწარი დაკავების ცენტრებში სასტიკად მოპყრობის ფაქტები,
ისევე როგორც ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა ძალისმიერი მეთოდებით
შინ დაბრუნების მცდელობები. ამასთან, ავტორიტეტული ორგანიზცია სხვადასხვა
ფაქტებზე დაყრდნობით პრეზიდენტს მოუწოდებს რასობრივი თავდასხმები, და
საჯარო მოხელეებისა თუ საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან
უმცირესობათა ჯგუფების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული გამოიძიოს.
ბრიფინგი
რომელიც გუშინ კიევში მოეწყო დოკუმენტის შემუშავებით დასრულდა, სადაც
უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს რეკომენდაციებს აძლევენ და
მოუწოდებენ დაუყოვნებლივ იმოქმედოს, რათა ქვეყანამ საერთაშორისო დონეზე
აღებული ვალდებულებები დააკმაყოფილოს.
დღეს, ჩვენი სტუმარია „საერთაშორისო ამნისტიის“ მკვლევარი ჰედარ მაქგილი, რომელმაც გუშინდელ ბრიფინგს უმასპინძლა.
დისკუსიაზე
გამოიკვეთა სამი საკითხი: პოლიციელების მიერ ეჭვმიტანილთა წამების
ფაქტები და სასტიკი მოპყრობის შემთხვევები. „საერთაშორისო ამნისტია“
საჭიროდ მიიჩნევს ამ ფაქტების შესასწალად სპეციალური ორგანო შეიქმნას და
უფრო დეტალური მონიტორინგი განხორციელდეს ამ მიმართულებით. პოლიციელები
ხშირად დაუსჯელობის სინდრომის გამო თავიანთ მოვალეობებს აჭარბებენ და
ეჭვმიტანილთ სასტიკად ეპყრობიან. ამ სფეროში, ორგანიზაცია ვერანაირ
გაუმჯობესებას ვერ აფიქსირებს ბოლო რამდენიმე წელია.
მეორე საკითხი
არის, ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა მდგომარეობა. მათ სტაუსს, და
მიუთმეთეს თუ მათ უარს ეუბნებიან უკრაინაში დარჩენაზე, არსად არ არიან
რეგისტრირებულნი. ეს მდგომარეობა განსაკუთრებით გართულდა შარშანდლის
შემდეგ. ამ პროცესებს არცერთი მოქმედი სახელმწიფო სტრუქტურა არ განაგებს,
„საერთაშორისო ამნისტია“ ამაზეც აკეთებს კომენტარს და აცხადებს, რომ
მიუხედავად იმისა რომ ხალხის ეს კატეგორია შედარებით მცირეა უკრაინაში,
პრობლემა იმდენად არის გართულებული, რამდენადაც არსებული შემთხვევების
გახსნა არ ხდება.
მაქგილი: „ლტოლვილები და თავშესაფრის
მაძიებლები ძირითადად შუა აზიიდან, რუსეთის ფედერაციიდან, ავღანეთიდან,
სომალიდან ევროკავშირის ქვეყნებში უკრაინიდან გადადიან. ჩვენი შეშფოთების
კიდევ ერთ საგანს უკრაინაში რასობრივი ნიშნით მიმდინარე დანაშაულთა
გაუხსნელობა წარმოადგენს. რასობრივი დანაშაული საზოგადოებაში ღიად უნდა
შუქდებოდეს. გვაფიქროებს უკრაინაში რასობრივი დისკრიმინაციის
შემთხვევები. ამ სფეროში შესაბამისად არ არსებობს დაზუსტებული მონაცემები
და სტატიტიკაც.“
პრეზიდენ იანუკოვიჩისთვის გაგზავნილ რეკომენდაციებს
შორისსაა შინაგან საქმეთა სამინისტროს გახსნილობა. სამინისტროს
დეპარტამენტი, რომელიც ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწეობდა, დღეს
შემცირების პირას არის მისული, რაც ამ პრობლემისადმი არასაკმარის
ყურადღებას მოასწავებს.
„საერთაშორისო ამნისტიის“ ექსპერტი მიესალმება იმ ფაქტს, რომ უკრაინაში არ არიან პოლიტიკური პატიმრები.
და
ბოლოს, ჩვენი სტუმარი მოერიდა შედარება მოეხდინა რუსეთში, სომხეთსა და
კავკასიის სხვა სახელმწიფოებში არსებულ ანალოგიურ პრობლემებთან.
ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ დასკვნა

<!-- IMAGE -->