ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთის პრეზიდენტი მზადაა გადადგეს


ყირგიზეთის პრეზიდენტი მზადაა გადადგეს
ყირგიზეთის პრეზიდენტი მზადაა გადადგეს

განძევებაში მყოფმა ყირგიზეთის პრეზიტენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა განაცხადა, რომ იგი მზადაა გადადგეს თუ დროებითი მთავრობა მას მისი პირადი და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების გარანტიას მისცემს. ამას გარდა მისივე თქმით მას არ უნდა ჩამოართვან მისი საკუთრება. დროებითი მთავრობის მეთაურმა როზა ოტუნბაევამ ესოშიეტიდ პრესს განუცცადა, რომ მზადაა ბაკიევს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს თუკი იგი გადადგება და დატოვებს ყირგიზეთს. თუმც მანვე იქვე აღნიშნა, რომ იმუნიტეტს ვერ მისცემს მისი ოჯახის წევრებს. ყირგიზეთის სასამართლომ ბაკიევის ძმისა და ვაჟის დაპატიმრების ორდერი გასცა ბიშკეკში მომხდარი ამბოხებისას მოპროტესტეთა დახოცვის თაობაზე. ვაშინგტონში ბრუკინგსის ინსტიტუტში რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ყირგიზეთთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არის სამოქალაქო ომისა და ყირგიზეთის მეორე ავღანეთად გადაქცევის საშიშროება. მისივე თქმით დახმარება უნდა გაუწიონ ყირგიზ ხალხს აწმყო კრიზისის ძალმომრეობის გარეშე დაძლევის საქმეში.

XS
SM
MD
LG