<!-- IMAGE -->
დღეს ბაღდადში მოხდარი აფეთქებების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ერთი აფეთქება ღვინის მაღაზიასთან მოხდა. ამ ტერაქტს სამი კაცის სიცოცხლე შეეწირა.
ერაყის დედაქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიჭრა შვიდი ადამიანი.
ხოლო ქალაქის სამხრეთში ტელეარხ ალ-რაშედის ჟურნალისტის კუთვნილ ავტომობილში ჩამონტაჟებული ნაღმის აფეთქების გამო ჟურნალისტმა ორივე ფეხი დაკარგა. ასევე დაჭრილია ახლო-მახლო მყოფი ხუთი კაციც.
ერაყის სამხრეთში მდებარე ქალაქ ბასრაში კი გზის პირას დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი.