ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამიტი დღეს სრულდება


სამიტი დღეს სრულდება
<!-- IMAGE -->

დღეს ვაშინგტონში ორდღიანი სამიტი სრულდება .სამიტის მონაწილეების ძირითადი მსჯელობის საგანი ტერორისტების მიერ ბირთვული იარაღის მოპოვების საკითხი გახლდათ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 47 ქვეყნის ლიდერთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება გამოიცეს ერთობლივი დეკლარაცია,რომელიც მოუწოდებს მსოფლიოს ერებს უახლოეს ოთხ წელიწადში ბირთვული მასალების უსაფრთხოება მაქსიმალურად უზრურნველყონ.

პრეზიდენტის თანაშემწემ ანტი ტერორისტულ და შინაგანი უშიშროების საკითხებში ჯონ ბრენანმა აღნიშნა,რომ ბირთვული ტერორიზმის საფრთხე რეალურია და იგი თანდათანობით უფრო ძლიერდება:

„ვერ გამოვრიცხავთ იმას,რომ ტერორისტები ამ სახის იარაღს სამომავლოდ არ გამოიყენებენ.ამის თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება კი ალ ყაიდას დაჯგუფების დასუსტება და საბოლოო განადგურდება გახლავთ. არ უნდა მივცეთ ტეორირსტებს საშუალება ბირთვული მასალების მოპოვება შეძლონ“

ექსპერტთა განცხადებით,დედამიწაზე არსებული გამდიდრებული ურანის საშუალებით შესაძლებელია ას ოცი ათასი ბირთვული იარაღი შეიქმნას. ამიტომაც ძალზე საფრთხილოა,რომ ეს მასალები ტერორისტების ხელში არ მოხვდეს.

გუშინ სამიტის დაწყებამდე პრეზიდენტი ობამა ჩინეთის პრეზიდენტს ჰუ ჟინტაოს შეხვდა და დაითანხმა იმ საკითხთან დაკავშირებით ,რომ პეკინი გაზრდის ირანზე ზეწოლას,რათა ბირთვულ საკითხებზე მუშაობა შეაჩეროს.

შეგახსენებთ,რომ ჩინეთი ირანისთვის სანქციების დაწესებას აქამდე მხარს არ უჭერდა.




XS
SM
MD
LG