ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეტაკებები დაღესტანში


შეტაკებები დაღესტანში
შეტაკებები დაღესტანში

დაღესტანში, მოთარეშეებთან მომხდარი შეტაკებისას შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ოფიცერი დაიღუპა. აღნიშულ მეამბოხეებს, შესაძლოა კავშირი ჰქონოდათ მოსკოვის მეტროებში მომხდარ აფეთქებებთან.ჩრდილოეთ კავკასიიდან მიღებული ცნობების თანახმად, გუშინ დაწყებული შეტაკებების შედეგად 7 პოლიციელი დაშავდა. ერთერთი რუსი ანონიმური ოფიციალური პირის განცხადებით, მოთარეშეთა შორის იყო ანვარ შარიპოვი, ერთერთი იმ კამიკაძე ტერორისტის ძმა, რომელმაც მოსკოვის მეტროში ტერაქტი მოაწყო. რუსეთის ტელევიზიამ ( 1 არხი) გადასცა ინფორმაცია, რომ სეპარატისტ მეამბოხეებს შორის იყო მაგომედალი ვაგაბოვიც, რომელიც ეჭვმიტანილია დაღესტანში კანონდამცველების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებში.

XS
SM
MD
LG